როგორ უნდა მოიქცეთ საყვარელ ადამიანთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

  • trend.ge
  • 19 ივლისი 15:15

1. მერწყული - საყვარელი ადამიანის გვერდით საოცრად რომანტიკულად იქცევით.

ცდილობთ, მისი ყურადღება რომანტიკული ჟესტებით მიიპყროთ და სიურპრიზებით თავბრუ დაახვიოთ.


2. თევზები - ცდილობთ, საყვარელ ადამიანს აჩვენოთ, რომ საქმიანი ხართ, რომ ბევრს შრომობთ და საქმის კეთება არ გეზარებათ, თუმცა ხანდახან აჭარბებთ და თქვენი გამუდმებული საქმეებით პარტნიორს აშინებთ კიდეც.


3. ვერძი - ცდილობთ საყვარელ ადამიანს გიჟური იდეებით მოაწონოთ თავი. გაუზიაროთ თქვენი ყველაზე სულელური აზრებიც კი.


4. კურო - საყვარელი ადამიანის გვერდით ემოციებს ვერ თოკავთ და ზოგჯერ ზედემტად ემოციური ხართ. შესაძლოა, უმნიშვნელო რამეზეც კი იტიროთ, ან იცინოთ ისეთ რაღაცაზე, რაც სხვებს ღიმილსაც კი არ ჰგვრის.


5. ტყუპები - საყვარელი ადამიანის გვერდით მუდამ იცინით და პოზიტიურ განწყობაზე ხართ. ათას სისულელეს ამბობთ და გინდათ, რომ მასაც გადასდოთ დადებითი ენერგია.


 


6. კირჩხიბი - გინდათ, რომ საყვარელი ადამიანი სადმე მყუდრო ადგილას წაიყვანოთ და მასთან ერთად გაატაროთ დრო. მუდამ განმარტოებისკენ უბიძგებთ. ცდილობთ შეუქმნათ კომფორტის ზონა, რომლის დატოვებაც არასოდეს მოუნდება.


7. ლომი - თქვენ ამაყობთ საყვარელი ადამიანით და ყველას მისი ღირსების შესახებ ესაუბრებით. მის გვერდით კი საკუთარი შესაძლებლობებით იწონებთ თავს.


8. ქალწული - თქვენ მანიპულაციის შესანიშნავი უნარი გაქვთ და საყვარელი ადამიანით მანიპულირებაც კარგად გამოგდით. იდეალურად აკეთებინებთ შეყვარებულს იმას, რაც თქვენ გინდათ.


9. სასწორი - საყვარელი ადამიანის გვერდით მოწყენილი ხართ და თითქოს არ აძლევთ ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობას. არ საუბრობთ და გინდათ, რომ თავად მიხვდეს, თუ რას ფიქრობთ სინამდვილეში.

სრული ვერსიის ნახვა trend.ge