Faceapp-ის პასუხები აპლიკაციის უსაფრთხოებაზე

  • netgazeti.ge
  • 19 ივლისი 14:21

აპლიკაცია, რომელიც მსურველებს “ასაკს უმატებს” და საშუალებას აძლევს, ნახოს, ნახოს საკუთარი თავის “დაბერებული ვერსია”, პოპულარული ბოლო დღეებში გახდა.

სოციალური ექსპერტების მოსაზრებებით, ის მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას ინახავს და კონფიდენციალურობა გარანტირებული არ არის.


კომპანია კი ადამიანებს არწმუნებს, რომ თავიანთ სერვერზე მხოლოდ იმ ფოტოს ინახავენ, რომელსაც მომხმარებელი სერვისით სარგებლობისას ტვირთავს და უარყოფენ ცნობას, რომლის თანახმადაც, აპლიკაციას ტელეფონში არსებულ სხვა ფოტომასალაზეც აქვს წვდომა. Faceapp-ის თქმით, ფოტო სერვერიდან 48 საათში იშლება, მანამდე კი იმიტომ ინახება, რომ ყოველ ახალი ოპერაციის შესრულებისას მომხმარებელს მისი ხელახლა ატვირთვა არ მოუწიოს.


"ჩვენ ვთანხმდებით მომხმარებელთა მოთხოვნებს მთელი მათი ინფორმაციის სერვერიდან წაშლის შესახებ. ჩვენი გუნდი მეტად გადატვირთულია, თუმცა აღნიშნული მოთხოვნები ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს", – წერს Faceapp.


აპლიკაციის შემქმნელთა თანახმად, მომხმარებელთა 99% აპლიკაციით სარგებლობისას log in ფუნქციით არ სარგებლობს და პირდაპირ იყენებს მას.


"შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს წვდომა რაიმე ინფორმაციაზე, რომელიც ადამიანის იდენტიფიცირებას ახდენს", – წერია განცხადებაში.

სრული ვერსიის ნახვა netgazeti.ge