იუსტიციის მინისტრი: პროგრესი აქვთ და ახლა უკვე თავს ესხმიან სტრასბურგის მოსამართლეებს

  • 18 ივლისი 23:45

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ,ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, ევროპულ სასმართლოს, დიდი ქვეყნის გავლენაში დებს ბრალს.

"ახლა უკვე აქვთ პროგრესი და ურთმელიძეს კი არ ესხმიან თავს არამედ სტრასბურგის სასმართლოს და ამბობენ, რომ რაკი ჩვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილება არ არის ისინი არიან სხვა, დიდი ქვეყნის ზეგავლენის ქვეშ. ამავე გადაწყვეტილებაში წერია ასეთი ფრაზა - როდესაც მოსამართლე იღებს შენს საწინაარმდეგო გადაწყვეტილებებს ეს გადაწყვეტილებები არ გამოდგება არგუმენტებად იმისთვის, რომ ეს მოსამართლე არის მიკერძოებული ან არის დამაოუკიდებელიო, საკმარისია ამ გადაწყვეტილებების წაკითხვა გსურდეს, რომ იქედან გაკვეთილები გამოტანო ეს არი ძალიან ფუნდამენტური ტექსტი", - აცხადებს წულუკიანი.