"ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ"

  • 18 ივლისი 23:06

„სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილება - ეს იყო გენდირექტორის შესახებ ვერდიქტი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში საუბარია, რომ ეს ადამიანი, ნიკა გვარამია, გასული იყო კრიტიკის მიღმა და მისი გამონათქვამები ემსახურებოდა ქართული სასამართლოს დისკრედიტაციას.