"ნიკა გვარამია რომ ამიხტა და დამიხტა - ბევრ ადამიანზე ბევრად მეტი საფუძველი მაქვს, არც ისე კარგი აზრის ვიყო ამ არხზე..."

  • 18 ივლისი 21:56

"ვფიქრობ, რომ ქვეყანა დაყრუვდება ასეთი ენერგიული, ჩასაფრებული არხის გარეშე", - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით წერს.

"მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ანტიპატიის გამო ბევრჯერ მოუყენებიათ უსამართლო დარტყმა, გაუვრცელებიათ დეზინფორმაცია, მაშინაც, როცა მათი პარტია მართავდა და მერეც, როცა ოპოზიცია იყვნენ, ახლაც, ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამია რომ ამიხტა და დამიხტა, მომენტი არ გაუშვა და ისევ ირაკლი დაპორჭყნა ჩემი გავლით, ბევრ ადამიანზე ბევრად მეტი საფუძველი მაქვს, როცა საქმე პოლიტიკას ეხება, არც ისე კარგი აზრის ვიყო ამ არხზე, ვფიქრობ, რომ ქვეყანა დაყრუვდება ასეთი ენერგიული, ჩასაფრებული არხის გარეშე. მხოლოდ ორიოდე ნაკლები რესურსის მქონე არხი ვერ შექმნის კრიტიკულ ატმოსფეროს. არცერთი მთავრობისთვის არ შეიძლება აბსოლუტური კომფორტის შექმნა, რადგან მივიღებთ ჭაობს, კომუნისტების დროინდელ დამყაყებულ ინფორმაციულ სივრცეს, სადაც მხოლოდ სამთავრობო პიარი და პროპაგანდა იქნება და არავითარი კრიტიკა, არავითარი მნიშვნელოვანი ხარვეზის აღმოჩენა და შენიშვნა... "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს არ აკლიათ პროფესიონალიზმი, არ აკლიათ ენერგია, ბევრი ხალხი მუშაობს ამ არხზე და ბევრია მათ შორის ძალიან კარგი ადამიანი. იმედი მაქვს, შეძლებენ გააგრძელონ მუშაობა", - წერს ფანჯიკიძე.