"ნაციონალური მოძრაობა" უფრთხის "ქართული ოცნების" იმ მინისტრებს, რომლებიც არიან პროფესიონალნი და თავის საქმის კარგად უძღვებიან"

  • 18 ივლისი 21:43

ექსპერტი გია აბაშიძის აზრით, 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარება. 

"ჩვენ ყველას გვახსოვს თუ როგორ ესხმოდნენ თავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი სატელიტები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. ფაქტობრივად, ომი ჰქონდათ გაჩაღებული, რომელიც წააგეს.


საქმე იმაშია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უფრთხის "ქართული ოცნების" იმ მინისტრებს, რომლებიც არიან პროფესიონალნი და თავის საქმის კარგად უძღვებიან. ასეთი მინისტრები განაპირობებენ მყარი ინსტიტუტების არსებობას და ქვეყნის სწორად განვითარებას, რაც თავისთავად მათ არ უტოვებს არეალს, იმოქმედონ დესტრუქციულად. სწორედ ამის გამო ჰყავდათ მიზანში წარმატებული იუსტიციის მინისტრი წულუკიანი და სწორედ ამის გამო ჰყავთ ახლა საზმიზნეში წარმატებული შს მინისტრი გახარია. ხელისუფლების ძლიერ ფიგურებში ისინი ხედავენ პირდაპირ და მკაფიო საფრთხეს.


დრომ გვანახა, რომ განსაკუთრებით, სწორედ ამ ორმა მინისტრმა დაამტკიცა, რომ მათი სისტემურად გამართული უწყებები არ მისცემს "ნაციონალურ მოძრაობას" იმის საშუალებას, რომ საკუთარი რევანშისტული სურვილები აღასრულოს, მათ შორის ძალიან მკაცრი საერთაშორისო არბიტრაჟის პირობებშიც. როგორც ეს დღეს მოხდა სტრასბურგის გადაწყვეტილებით და ასევე, მაშინაც, როდესაც ელჩების განცხადებები მოვისმინეთ საპოლიციო ღონისძიებთან დაკავშირებით. 


ნაცმოს აქაური სატელიტი NGO-ების არ გვაინტერესებს, ევროპელ ელჩთა ერთობლივ განცხადებას შეგახსენებთ - "საჭიროა გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარება 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან, ასევე, ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია პოლიციის პასუხი. ომბუდსმენის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ"კენ". მშვიდობა და განვითარება საქართველოს"