ყველა ცოცხალ ადამიანს, საკუთარი ტყუპისცალი გველი ჰყოლია - რატომ არ შეიძლება გველის მოკვლა?

  • primetime.ge
  • 18 ივლისი 20:28

ხალხს აქვს რწმენა, რომ გველის მკვლელი მთელი ცხოვრება დაიტანჯება - მისი ოჯახი გაღარიბდება და ცუდ დღეში ჩავარდება.

საიდან გაჩნდა ასეთი რწმენა და რატომ არ შეიძლება გველის მოკვლა? - ამის შესახებ სტატიას პორტალი "პრაიმტაიმი" ავრცელებს.


ბუკოვინაში (უკრაინა) ყოველთვის თვლიდნენ, რომ ოჯახში, გველები სიკეთის და იღბალის მომტანები არიან და თუ მას, საკუთარ ტერიტორიაზე შეხვდებით, დაუყოვნებლივ თქვენი „ფუძის ანგელოზი“ ხდება და მისი მოკვლა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.


ლიეტუვას ლეგენდის თანახმად, გველი ყველა ადამიანის სახლში ცხოვრობს. მათი რიცხვი, იმ მაცხოვრებლების რაოდენობის ტოლია, რამდენიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ღამით, როცა ყველას ძინავს, გველები თავიანთი ხვრელებისკენ იწყებენ ცოცვას და მძინარე ადამიანებს გარს ეხვევიან. მათი სუნთქვა, ადამიანებს ენერგიულობას, ძალასა და ჯანმრთელობას მატებს.


ესტონეთის ლიტერატურის მუზეუმის არქივში, 100-ზე მეტი ლეგენდა ინახება, სადაც აღნიშნულია, რომ თითოეული გველი - სახლის "ფუძის ანგელოზი" და ამავე დროს სიკეთის მომტანია.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge