ის, რაც „დაბერების“ აპლიკაციის შესახებ უნდა იცოდეთ

  • imedinews.ge
  • 18 ივლისი 20:39

FaceApp-ი ე.წ. დაბერების აპლიკაცია რუსეთში კომპანიამ Wireless Lab-მა შექმნა, რომელსაც Yandex-ის ყოფილი თანამშრომელი იაროსლავ გონჩაროვი ფლობს.

 აპლიკაცია მომხმარებლებს ნეიროქსელის საშუალებით ფოტოზე სხვადასხვა ეფექტის დადებას სთავაზობს. 2019 წლის ივლისში აპლიკაციის პოპულარობის მეორე ტალღა დაიწყო, მას შემდეგ რაც აპლიკაციაში „დაბერების“ ფუნქციაც გაჩნდა.


ფოტოებს სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #faceappchallenge აქვეყნებენ. ფლეშმობს შეურთდნენ მსოფლიო ვარსკვლავებიც, მათ შორის რეპერი Drake (58,8 მილიონი გამომწერი Instagram-ზე) და კალათბურთელი დუეინ უეიდი (14,2 მილიონი გამომწერი Instagram-ზე). FaceApp-მა Google Play-ზე „რედაქციის რჩეულის“ სტატუსი მიიღო, მილიონზე მეტი შეფასეა დაიმსახურა, App Store-ზე კი საუკეთესო უფასო აპლიკაცია გახდა.


ინტერნეტ-საზოგადოების ყურადღება მიიპყრო FaceApp-ის სამომხმარებლო შეთანხმებამ, რომელშიც გადმოწერის შემდეგ „მომხმარებლის ფოტოების, სახელისა და სახის ნებისმიერი მიზნით გამოყენება“ არის მითითებული. შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ აპლიკაცია აგროვებს ინფორმაციას ადგილმდებარეობის, ვებგვერდების მონახულების ისტორიისა და დამატებითი პარამეტრების შესახებ.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge