გვენდოლინ კრისტიმ ემის ნომინაციაზე თავი თავად წარადგინა

  • cinemania.adjara.com
  • 18 ივლისი 19:57

სამეფო კარის თამაშებმა წლევანდელი ემის რეკორდული, 32 ნომინაცია მიიღო. მათ შორის არის ბრიენას როლის შემსრულებელი გვენდოლინ კრისტი, რომელიც თავის კარიერაში ამ პრესტიჟული ჯილდოს ყურადღების ცენტრში პირველად მოხვდა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა ყველაფერი არც ისე მარტივად ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, ფინალურ სეზონში გვენდოლინის მიერ გამომჟღავნებული დიდებული მსამსახიობო ოსტატობის მიუხედავად, HBO-მ ის ემის ნომინაციაზე საკუთარი სურვილით არ წარადგინა და მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის კატეგორიაში მხოლოდ სამი მსახიობი – ლინა ჰიდი, სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი შეარჩია.


საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ გვენდოლინმა ემის განაცხადი თავად შეავსო და ტელევიზიის აკადემიას საკუთარი თავი თავად შესთავაზა.


საბედნეიროდ, მისი თავგანწრვა და ნიჭი დაფასდა. რამდენიმე ასეულ მსახიობს შორის აკადემიამ ის საბოლოო ნომინანტთა სიაში შეიყვანა და ოცნება აუცრულა.

სრული ვერსიის ნახვა cinemania.adjara.com