ოთარ ჩრდილელი: ზოგი (დიპლომიანი) იურისტი, დანაშაულის ჩადენისაკენ მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, რათა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღასრულონ

  • 18 ივლისი 19:33

„ნაცმოძრაობა“ არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეთანხმებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ ჩქარობდა გადაწყვეტილების აღსრულებას მთელ რიგ საკითხებზე“, - წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი.

„უშიშროების საბჭოს ექს-მდივანმა და მოქმედმა პარლამენტარმა გიგა ბოკერიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რევიზია ჩაუტარა, ცუდი გადაწყვეტილება მიიღოო. „ნაცმოძრაობა“ არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეთანხმებოდა სტრასბურგის გადაწყვეტილებას და არ ჩქარობდა მთელ რიგ საკითხებზე მის აღსრულებას და არც ოპოზიციაში ყოფნისას უწონებს გადაწყვეტილებას“,- წერს ოთარ ჩრდილელი.


მისი თქმით,  ზოგი (დიპლომიანი) იურისტი, პირდაპირ მოუწოდებს დანაშაულის ჩადენისაკენ საჯარო მოხელეებს, რათა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღასრულონ:


„იურისტი არა ვარ, მაგრამ იმდენს კი ვხვდები, რომ ზოგი (დიპლომიანი) იურისტი, პირდაპირ მოუწოდებს დანაშაულის ჩადენისაკენ საჯარო მოხელეებს, რათა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღასრულონ. წაქეზება დასჯადია, სხვათა შორის, და ამას  არ უნდა გასწავლიდეთ“, - წერს დეპუტატი.