დავით გრიგორიანი, რომელიც 10 დღის განმავლობაში კომაში იყო, 20 ივნისის ღამეს იხსენებს

  • 18 ივლისი 18:40

20 ივნისის ღამეს დაშავებული დავით გრიგორიანი, რომელიც 10 დღის განმავლობაში კომაში იყო, უარყოფს, რომ მას თავის არეში სპეცრაზმელის მიერ გასროლილი რეზინის ტყვია მოხვდა.

როგორც გრიგორიანმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მას უცნობმა პირმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც გონება დაკარგა.

„ვიგრძენი უცებ, რომ რაღაც მძიმე საგანი ჩამარტყეს. ყველაფერი წამებში მოხდა, გავითიშე. რომ ვთქვა, რომ ვიღაცამ ტყვია მესროლა, ასეთი რამ არ მომხდარა“, - აცხადებს გრიგორიანი.

იგი ამჟამად მკურნალობას უცხოეთში განაგრძობს.