თანამედროვე ზღაპარი - ონლაინ-ნაცნობობის მოულოდნელი ფინალი

  • sputnik-georgia.com
  • 18 ივლისი 18:49

ონლაინ-ნაცნობობით ზოგი ძალიან მწარე გაკვეთილს იღებს, ზოგი კი... ინტერნეტით გაცნობას, მინუსების გარდა, თავისი პლუსებიც ჰქონია. 

 

მაგალითად, ვიეტმანელმა ნგუენ ვან ანმა ასეთი ნაცნობობით უბრალოდ მომავალი ქმარი კი არ იპოვა, არამედ ჯეკპოტი მოხსნა!


საქმე კი ასე იყო.


ერთ დღეს ნგუენი სოციალურ ქსელში გვერდს ათვალიერებდა და მოულოდნელად დაინახა ფოტო, რომელზეც ვიღაც ყმაწვილი მის კერპთან ერთად იყო გადაღებული. გოგონამ სასწრაფოდ მისწერა ახალგაზრდას, თუ შეიძლება, გამაცანით ადამიანი, რომეთანაც ერთად ხართ ფოტოზეო. ახალგაზრდა კაცმა, სახელად დანგ ტუანმა, ნგუენს მაშინვე დაუბრუნა პასუხი, სამწუხაროდ, არ ვიცნობო.


ამ ინციდენტის შემდეგ ახალგაზრდებმა რეგულარული მიმოწერა დაიწყეს და კიდეც შეხვდნენ ერთმანეთს. მალე დაახლოვდნენ და ურთიერთობა რომანტიკულში გადაიზარდა.


მოკლედ, გაცნობიდან ათი თვის თავზე, მიუხედავად გოგონას მშობლების წინააღმდეგობისა, წყვილი დაქორწინდა. ბიჭმა შეძლო დაერწმუნებინა მომავალი სიდედრ-სიმამრი იმაში, რომ მართლა უყვარდა მათი ქალიშვილი.


საქმე ისაა, რომ ნგუენის მშობლები სერიოზულად არ აღიქვამდნენ ინტერნეტით გაცნობას და არ ეჯერათ, რომ ახალგაზრდა კაცის გრძნობები ნამდვილი იყო.


ნგუენი და დანგი სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ და ამიტომ შეთანხმდნენ, რომ ქორწილს ნგუენის მშობლიურ ქალაქში გადაიხდიდნენ. ასეც მოხდა.


და ნგუენმა მხოლოდ ქორწილის შემდეგღა შეიტყო, რომ მისი მეუღლე უბრალო მენეჯერი კი არა, ნამდვილი მილიონერი იყო და ერთ-ერთ ცნობილ მოდურ ბრენდს წარმოადგენდა.


ალბათ ხვდებით, რატომაც მალავდა ახალგაზრდა კაცი თავის ქონებრივ მდგომარეობასა და სტატუსს - დიახ, იმისთვის, რომ რჩეულის გრძნობების სიწმინდეში დარწმუნებულიყო.


ახლა წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავს და ფრიად ბედნიერად ცხოვრობენ...

სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com