შაბათ-კვირას 220-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას აზიაში

  • imedinews.ge
  • 18 ივლისი 18:09

CNN-ი წერს სამხრეთ აზიაში ამ შაბათ-კვირას ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი მეწყრული პროცესებისა და წყალდიდობების გამო დაღუპულთა რაოდენობამ 220-ს გადააჭარბა. 

სტიქია იყო ინდოეთში, ნეპალში, პაკისტანსა და ბანგლადეშში. ინდოეთში განსაკუთრებით დაზარალდა ბიჰარისა და ასამის შტატები, სადაც სტიქია ჯამში 10 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო, ხოლო 77 ადამიანი ემსხვერპლა.


ნეპალში მსხვერპლთა რაოდენობა 88 ადამიანია, დროებით თავშესაფარში კი 17 ათასამდე ადამიანი გადაიყვანეს, მათი ნაწილი საცხოვრებელ ტერიტორიებს უკვე დაუბრუნდა, თუმცა დროებით თავშესაფრებში 11 ათასამდე ადამიანი ისევ რჩება.


პაკისტანის კონტროლირებად ქაშმირსა და პაკისტანის ქალაქ ლაჰორეში წყალდიდობის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge