გაგიკვირდებათ და ფანჯრის მიხედვითაც კი შესაძლებელია, გაიგო, როგორი ხარ სინამდვილეში - ტესტი

  • თბილისელები
  • 18 ივლისი 17:38

ტესტების მრავალფეროვანი არჩევანია. გაგიკვირდებათ და ფანჯრის მიხედვითაც კი შესაძლებელია, გაიგო, როგორი ხარ სინამდვილეში. ბევრი არ იფიქროთ, სწრაფად გააკეთეთ არჩევანი და ნახეთ შედეგი.

* დიდი ფანჯარა;


* დახურული ფანჯარა;


* ღია ფანჯარა;


* პატარა ფანჯარა – სარკმელი;


* კართან გაჭრილი ფანჯარა;


თუ აირჩიეთ:


დიდი ფანჯარა – პოპულარული ადამიანი ხართ, გიყვართ ხალხთან ურთიერთობა. თუმცა, გულის სიღრმეში მარტოსულად გრძნობთ თავს. ასეთ დროს ერთგულ მეგობრებთან გსურთ ყოფნა. საბედნიეროდ, კარგი მეგობრები გყავთ. მათ თქვენი ესმით.


დახურული ფანჯარა – საიდუმლოებებით მოცული პიროვნება ხართ. ბევრი მეგობარი არ გყავთ, მაგრამ სიყვარული ნამდვილად არ გაკლიათ. შეიძლება, ამაში საკუთარ თავს არ უტყდებით, მაგრამ განმარტოება მოგწონთ. სანამ მეგობრად გაიხდით, ადამიანს დიდხანს აკვირდებით.


ღია ფანჯარა – ძალიან კონტაქტური ხართ და ბევრი მეგობარი გყავთ. გიყვართ დროის გატარება, საინტერესო ადამიანებთან. გამოლაპარაკება უცნობებთანაც შეგიძლიათ. დღის განმავლობაში მობილურზე უამრავი ზარი და შეტყობინება შემოგდით. გარშემო მყოფები ნათელ და მხიარულ ადამიანად აღგიქვამენ.


პატარა ფანჯარა – მორიდებული და პასიური ადამიანი ხართ. ვიღაცები ცდილობენ თქვენთან დამეგობრებას, მაგრამ მათ თითქოს ვერც კი ამჩნევთ. გახსოვდეთ, რომ გარშემო ჭკვიანი, მზრუნველი ადამიანები გახვევიათ, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ თქვენს სიყვარულს.


ფანჯარა კართან – მუდამ ყურადღების ცეტრში ხართ, რადგან ასხივებთ სიყვარულს, სიხარულს. ადამიანებში დადებით ემოციებს იწვევთ. არაჩვეულებრივი შარმი გაქვთ და ხალხს იზიდავთ. თუმცა, უნდა ისწავლოთ, ვისთან იმეგობროთ და ვის მხოლოდ მიესალმოთ. სხვა შემთხვევაში, გული ხშირად გეტკინებათ.

წყარო: თბილისელები