ზურაბ წერეთლის წინააღმდეგ მოსკოვის მერიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

  • imedinews.ge
  • 18 ივლისი 16:36, 2019 წელი

ქართველი მხატვრის, მოქანდაკისა და არქიტექტორის ზურაბ წერეთლის წინააღმდეგ მოსკოვის მერიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

მერია წერეთელს 55,1 მილიონი რუბლს (2 502 914 ლარი) ედავება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.


რას ეხება სარჩელი, უცნობია. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს განმარტებით, საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომლის ძირითადი მიმართულება პრივატიზაციასთან, საკუთრების უფლებასა და იჯარასთან დაკავშირებული დავებია.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge