კევინ სპეისის 18 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალდება მოუხსნეს

  • cinemania.adjara.com
  • 18 ივლისი 14:56

მსახიობ კევინ სპეისს მასაჩუსეტსის სასამართლომ  სექსუალოური ძალადობის ბრალდება მოუხსნა. ის დადანაშაულებული იყო 2016 წელს 18 წლის ბიჭის სექსუალურ შევიწროვებაში.

სპეისი არაერთი სექსუალური შევიწროვების ფაქტზე ამხილეს, თუმცა ეს იყო ერთადერთი კრიმინალური საქმე.


სპეისის ირგვლივ სკანდალი 2017 წლის შემოდგომაზე #MeToo მოძრაობის პერიოდში აგორდა. მსახიობი რამდენიმე პროექტიდან გაათავისუფლეს. მან მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და ასევე აღიარა, რომ გეია.

სრული ვერსიის ნახვა cinemania.adjara.com