"მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისკენ - საგანგებო სიტუაციაა"

  • 18 ივლისი 13:25

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს მთელი საქართველო მიაქვს და ახლა მიაქვს “რუსთავი 2”. მისი თქმით, ყველა ერთად უნდა დავდგეთ და გადავარჩინოთ ქვეყანა.


“გვინდა რომ გვქონდეს ქვეყანა, სამშობლო თუ გვინდა, რომ ის საბოლოოდ ჩავაბაროთ საქართველოს დაუძინებელ მტერს?”


“ახლა არის საგანგებო სიტუაცია, ახლაა ის ბოლო ზღვარი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება. გვერდზე გადავდოთ შვებულებები, კარგი ცხოვრება, ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. საზიზღრობამ, ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს”, – ამბობს სააკაშვილი.