პირველად ევროკომისიის ისტორიაში პრეზიდენტად ქალი აირჩიეს

  • commersant.ge
  • 17 ივლისი 23:51

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად 10-საათიანი განხილვის შემდეგ აირჩიეს.

 

დიდებულია რაც ჩვენ გვაქვს, გაუმარჯოს ევროპას,-ამ ფრაზით დაასრულა სამადლობელი სიტყვა გერმანელმა დიპლომატმა.


ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპულმა საბჭომ 2 ივლისს წარადგინა.


აღსანიშნავია, რომ ურსულა ფონ დერ ლეიენი 2013 წელს გერმანიის თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი გახდა. ის ანგელა მერკელის მოკავშირედ ითვლება. 60 წლის პოლიტიკოსს შვიდი შვილი ჰყავს.

სრული ვერსიის ნახვა commersant.ge