პლანეტებზე შეყვარებული 9 წლის ბიჭი წალენჯიხიდან

  • 17 ივლისი 21:47

ქაიან ბელქანია ჯერ მხოლოდ 9 წლისაა და უკვე პლანეტების შესახებ ყველა ინფორმაციას ბიბლიოთეკაში და ონლაინ სწავლობს.

ქაიანი წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეა. განსაკუთრებულად ასტრონომია აინტერესებს. როგორც ამბობს, ფიზიკას ჯერ არ სწავლობს, თუმცა თვლის, რომ პედაგოგი არც მომავალში დასჭირდება. ინფორმაციი მიღება პლანეტების შესახებ კი ორი წლის წინ დაიწყო.


მიღებულ ინფრომაციასაც და ცოდნას მეგობრებსაც უნაწილებს.


"ერთხელ მქონდა ფიზიკის მასწავლებელთან შეჯიბრი. მან დამისვა 22 შეკითხვა. თითქმის ყველას მარტივად გავეცი პასუხი, მაგრამ ორზე პასუხის გაცემა გამიჭირდა. ერთი კითხვა დიდი დათვის თანავარსკვლავედზე იყო, ხოლო მეორე თავლის თანავასკლავედსა და გველის თანავარსკვლავედს ეხებოდა. როდესაც ამ კითხვებზე პასუხი გამიჭირდა, მივხვდი, რომ მე მხოლოდ პლანეტების სიდიდეზე ვმუშაობდი და შემდეგ დავიწყე სწავლა თუ რისგან შედგებოდნენ ისინი", - ამბობს ქაიანი.


პირველ რიგში, ყველაზე მეტად სურს, რომ წიგნებით სავსე თარო ჰქონდეს.


"წიგნები არ მაქვს, მაგრამ მინდა რომ ბევრი მქონდეს. ფილმებს ვუყურებ, მაგრამ წიგნები ყოველთვის თავიანთ სილამაზეს ინარჩუნებენ. თუ თარო და წიგნები გექნება, გექნება სილამაზეც და ეს პრიმიტიულად გადაეცემა სატურნს და იუპიტერს", - თქვა მან.


თავისუფალ დროს ქაიანი მეგობრებთან ერთობა და შინაურ ცხოველებს უვლის.


პატარა წალენჯიხელი ბიჭი, რომელიც საზოგადოებამ სოციალური ქსელით მეზობლის მიერ გადაღებული ვიდეოთი გაიცნო, ბებიასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს.


ადგილზე გვითხრეს, ბავშვის მამა თურქეთშია, ხოლო დედას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. პატარას ძირითადად ბებია უვლის.


პატარა ასტრონომი მეცნიერების შესწავლასა და კოსმონავტობაზე ოცნებობს.