აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს შესთავაზებენ

  • 17 ივლისი 19:35

18 ივლისს აფხაზეთიდან დევნილთათვის, უფასო სამედიცინო პროფილაქტიკურ გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო და საკონსულტაციო ცენტრი "ბი ეს მედიკალი" ერთობლივად ჩაატარებენ.

 

დევნილთა სტატუსის მქონე პირებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები გამოკვლევებს, ასევე საჭირო სამედიცინო-სამკურნალო პროცედურებს უსასყიდლოდ ჩაუტარებენ.


სპეციალისტებს შორის იქნება უკრაინაში მოღვაწე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გასტროენტეროლოგი და ჰეპატოლოგი ბესიკ შამუგია.


ამასთან, კლინიკაში შესაძლებელია ყველა სახის ანალიზისა და კვლევის ჩატარება. ღონისძიებას მონიტორინგს პირადად აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე გაუწევს. გამოკვლევები საკონსულტაციო ცენტრ "ბი ეს მედიკალში", ანა პოლიტკოვსკაის 38 ნომერში, 18 ივლისს, 10:00-დან 17:00 საათამდე ჩატარდება. ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მსგავსი გამოკვლევების ჩატარება დევნილთათვის მომავალშიც იგეგმება.