"დღეს თუ არა ხვალ ყველანი საგზაო შემთხვევის მსხვერპლი გავხდებით"

  • 17 ივლისი 17:13

ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე საქართველოში, საგზაო შემთხვევბის საგანგაშო სტატისტიკის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

მელაძე წერს, რომ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თემას მაღალჩინოსნები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.


"არა და არ მცირდება საგზაო შემთხვევები და იცით რატომ? "სიკვდილის მანქანის საჭესთან" ყველა თვითნასწავლი ვსხედვართ. მეც მამამ მასწავლა სადღაც სოფლის ორღობეებში, ჩემი, თავისი და "ვიღაცის" სიცოცხლის რისკის ფასად! დღეს თუ არა ხვალ ყველანი საგზაო შემთხვევის მსხვერპლი გავხდებით იმიტომ, რომ ნებსით თუ უნებლიედ ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილე ვართ, ან, თუ გადავრჩით ჩვენი შვილები გახდებიან მსხვერპლი. არც იმ ჩინოვნიკების შვილები არიან დაცული ვინც საგზაო უსაფრთხოების თემას შორიდან უვლის! ძალიან დამღალა კარდაკარ წანწალმა და თხოვნა მუდარამ. არ გვინდა ამ პრობლემის გადაჭრა?  მაშინ დავიხოცოთ".