რას გვირჩევენ ვარსკვლავები - 17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ცაგარელისგან

  • fortuna.ge
  • 17 ივლისი 09:27

საკმაოდ რთული დღეა, რადგან სავსემთვარეობა მთვარის დაბნელებას ემთხვევა.

მოიმატებს ტექნოგენური და ეკოლოგიური კატასტროფების, ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების, უმიზეზო აგრესიის და დეპრესიის გამოვლენის ალბათობა.


მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას და ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმებას, საქმიანი შეხვედრების მოწყობას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. არ ღირს საიდუმლოს გამხელა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება ნიშნობა და ქორწინება, ხელმძღვანელებთან საქმის გარჩევა და საკუთარი პროექტების პრეზენტაცია.


ჯანმრთელობა – დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან თხილი, შოკოლადი და სხვა ალერგიული პროდუქტი. მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას, ნაკლებად სასიკეთო დღეა სტომატოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფეხის და ხელის კუნთებს.


დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ვარდისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, საფირონი, აქვამარინი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარს და მომხიბვლელობას, დაგიცავენ ნეგატიური ძალების გავლენისგან, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.


ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კირჩხიბი და ქალწული.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge