ბრაზილიელებს სარეცხი ფხვნილის ნაცვლად, შემთხვევით, კოკაინი მიჰყიდეს

  • pia.ge
  • 17 ივლისი 08:52

ბრაზილიის ქალაქ სან–პაულუში სუპერმარკეტის დახლებზე გამოტანილ სარეცხი ფხვნილის შეფუთქვებში კოკაინი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

სარეცხი საშუალების შეფუთვებში მომხმარებლებმა კოკაინის პასტის დაპრესილი აბები აღმოაჩინეს, რომლისგანაც ნარკოტიკი მზადდება, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს. მარკეტის შემოწმების დროს პოლიციამ შენიშნა, თუ როგორ ტვირთავდნენ ანალოგიურ ტვირთს პიკაპიდან, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სავაჭრო ობიექტის მფლობელი დააკავეს.


პოლიციამ სარეცხი ფხვნილის რამდენიმე ათეული პაკეტი ამოიღო, რომლებშიც დაახლოებით 50 კგ კოკაინის პასტა იყო დამალული. სამართალდამცავების შეფასებით, აღნშნული მოცულობის ნედლეულით დაახლოებით 200 კგ კოკაინის დამზადებაა შესაძლებელი. გამომძიებლების ვარაუდით, შენიღბული ნარკოტიკი მაღაზიის დახლებზე შემთხვევით აღმოჩნდა, ხოლო მარკეტის მფლობელი საკუთარ ობიექტს ფულის გასათეთრებლად იყენებდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge