"დაბერების პროგრამა" Faceapp უსაფრთხო არ აღმოჩნდა

  • primetime.ge
  • 15 ივლისი 23:50

faceapp იგივე დაბერების აპლიკაცია 2017 წელს, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგელმა პროგრამისტებმა შექმნეს იაროსლავ გონჩაროვის ხელმძღვანელობით.

აპლიკაცია ბოლო ორ წელიწადში რამდენჯერმე განახლდა და სოციალურ ქსელებში კვლავ პოპულარული გახდა.


პროგრამა რამდენიმე პირობაზე ავტომატური თანხმობის შემდეგ მომხმარებელს სთავაზობს ნახოს სახის როგორი გამომეტყველება ექნება მას წლების შემდეგ.


აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა, მაგრამ კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები აცხადებენ, რომ შესაძლოა მომხმარებლებს faceapp-ის გამოყენება ძვირად დაუჯდეთ, რადგან როგორც წესი მსგავსი პროგრამების საშუალებით მათი პირადი მონაცემები ადვილად ხელმისაწვდომი ხდება. 




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge