"ძალიან ბევრ ე.წ. მორწმუნეს თვალებში ეტყობა, მისთვის მიუღებელი ადამიანი ურჩევნია მკვდარი იყოს"- პეტრე კოლხი

  • 15 ივლისი 23:04

"ძალიან ბევრ ე.წ. მორწმუნეს თვალებში ეტყობა, მისთვის მიუღებელი ადამიანი ურჩევნია მკვდარი იყოს"-ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს. 

"არავის დაავიწყდეს, ყველას და ყველაფერს რომ გაექცე და გამოქვაბულშიც დაემალო, საკუთარ თავს და ბუნებას ვერსად დაემალები.
რელიგია არ არის მხოლოდ გარეგნული ცვლილება, ის ბევრად მეტია, შინაგანი ფერიცვალება და საკუთარი თავის განახლებაა...
ეს კი ხანგრძლივი, დაუსრულებელი პროცესია...
ვინც ამ გზით მიდის, წამიც არ აქვს დრო იმისთვის, სხვისი ცოდვები და შეცდომები ითვალოს... მით უფრო ამაზე ხმამაღლა და აგრესიულად ისაუბროს...
სამწუხაროა, მაგრამ სახარების კითხვა თვალებით არა, გულით და გონებით უნდა შეგვეძლოს.
რელიგია ყველაზე მეტად საკუთარი თავის გამოსწორებაა...
ვინც პირიქით იქცევა, ბოდიში, მაგრამ სულთან ერთად ქრისტეს სწავლებასაც ამახინჯებს...",-წერს პეტრე კოლხი.