ყარაჯალაში მეხანძრე ტრაგიკულად დაიღუპა

  • 15 ივლისი 19:11

მსხვერპლით დასრულდა ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანაშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა.


მეხანძრე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ექიმების თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო.


გელა მელიქიძე სახანძრო სამსახურში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა.