ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში გამოიძახეს

  • pia.ge
  • 15 ივლისი 17:45

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და მისგან განმარტებები მოითხოვეს, საქართველოს მოქალაქეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსთან საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომლის თანახმად, ელჩმა განმარტებები ასევე იმ ფაქტზე უნდა გააკეთოს, რომ ქართველი აქტივისტების ჯგუფი აზერბაიჯანელ მესაზღვრეთა რაზმს დაესხა თავს და მათ შეურაცხყოფა მიაყენა.


„მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედებები აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ–აზერბაიჯანულ სტრატეგიულ ურთიერთობებთან და ჩვენ ამას პროვოკაციად ვაფასებთ, რომელიც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია განცხადებაში.


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართულ მხარეს მომხდარის გამოძიება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ხოლო შემდეგ ოფიციალური ბაქოს ინფორმირება მოსთხოვეს, ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.


საზღვარზე გუშინდელი ინციდენტის შემდეგ განცხადება აზერბაიჯანის სახელმწიღო სასაზღვრო სამსახურმაც გაავრცელა.


ამის შემდეგ ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, სადაც ინციდენტი ერთობლივად გამოიძიეს და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციის ღონისძიებები განიხილეს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge