ცნობილია, ზოდიაქოს ყველაზე ეკონომიური და აკურატული ნიშნები

  • funtime.ge
  • 12 ივლისი 19:26

ქალწული

ქალწული ძალიან მოწესრიგებული ადამიანია, რომელიც წესრიგსა და ორგანიზებულობას არის მიჩვეული.

 ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მთელ თავიანთ ფინანსებს ერთბაშად არ ხარჯავენ - ისინი შემოსავალსა და გასავალს აკონტროლებენ. ბევრი ქალწული გართობასა და უაზრო ფლანგვას პრაქტიკული ნივთების შეძენას ამჯობინებს. ქალწულები ყველაფერს მომგებიანად აკეთებენ და დიდი შემოსავლების დროსაც კი ფულს ქარს არ ატანენ.

თხის რქა

თხის რქები ხარჯებში ეკონომიურები და მოკრძალებულები არიან, ვინაიდან ზედმეტ ხარჯებში აზრს ვერ ხედავენ. ისინი ფულს მხოლოდ ღირებულ, პრაქტიკულ და გამძლე ნივთებში ხარჯავენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ან მართლაც სასარგებლო და ხარისხიან ნივთებს ყიდულობენ, ანდა ფულს თავისი ახლობლების ჯანმრთელობას ახმარენ. ბევრი თხის რქა მოკრძალებულ და ასკეტურ ცხოვრებას არჩევს.

კირჩხიბი

კირჩხიბს ორი უკიდურესობა ახასიათებს: თავიდან ფულს აგროვებს და თავს ზედმეტი ხარჯის გაწევის უფლებას არ აძლევს, ხოლო შემდეგ მთელ დანაზოგს რაიმე იმპულსურ შენაძენში ხარჯავს. მათ უყვართ ფულის მოგროვება, ამაზე ხომ ფინანსური მდგომარეობა და უსაფრთხოების გრძნობაა დამოკიდებული. არადა უმეტეს შემთხვევაში კირჩხიბები ეკონომიური და ხარჯებში ფრთხილი ადამიანები არიან.

კურო

კურომ ფულის შოვნაც იცის და მისი ხარჯვაც. ზოდიაქოს ეს ნიშანი მფლანგველი სულაც არაა, მაგრამ არც ცხოვრების წვრილმანებზე აკეთებს ეკონომიას. სწორედ კუროები ახერხებენ ყველაზე უკეთ საკუთარი თანხების განკარგვას. ისინი ერთ დღეს არასდროს ფლანგავენ მთელ ფულს. ამასთანავე, ახლობლების დახმარებაც უყვართ. ზოდიაქოს ეს ნიშანი ფულთან ურთიერთობისას ყველაზე მეტ დაკვირვებას იჩენს.

მორიელი

მორიელი წინააღმდეგობებით არის აღსავსე, ამიტომაც მათ შორის ბევრი ძუნწი და ბევრიც მფლანგველია. მორიელი ფულის მეშვეობით საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებასა და დამატებითი შესაძლებლობების მიღებას ცდილობს. ზოდიაქოს ეს ნიშანი შესყიდვების საკითხს მთელი რაციონალურობითა და ჭკუით უდგება.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge