"ყველა ქართველი არ არის, ვისაც გვარი აქვს ქართული ან ვინც საქართველოში დაიბადა"

  • 12 ივლისი 14:25

"ყველა ქართველი არ არის, ვისაც გვარი აქვს ქართული ან ვინც საქართველოში დაიბადა,-ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს. 

მერე დაგიწყებენ ასეთები, მეო, აფხაზეთიდან ვარ და შენზე უკეთ ვიცი და მტკივაო... სხვები ამბობენ, ჩვენ აგვისტოს მონაწილეები ვართო, ბიჭებს თვალებს ჩვენ ვუხუჭავდით და ვმარხავდითო, თქვენ რა იცითო, და თან პუტინს ეპატიჟებიან საქართველოში. ბრბოსაც სჯერა ამათი პათეტიკური ბოდვის!


"ახლა ვკითხულობდი ფბ დიალოგს: ყაზახი კაცი ახასიათებს რუსულ იმპერიულ პოლიტიკას და საქართველოს მაგალითი მოჰყავს, სხვბთან ერთად. შემოდის საუბარში ვინმე Archil David Oboladze სოხუმიდან (!) და ირონიულად ეკითხება: მაინც რა განსაკუთრებული საგარეო პოლიტიკა აქვსო ასეთი რუსეთს საქართველოს მიმართ? (Какая такая особая политика у Росии по отношению к Грузии?)
ყაზახი გაოგნებულია. გვარი ხომ ქართული აქვს? თან უწერია, რომ სოხუმიდანაა! ეკითხება: როგორ, რუსეთი არ გეომებოდათო? აფხაზეთი ახლა საქართველოს ეკუთვნისო?


მორალი: ყველა ქართველი არ არის, ვისაც გვარი აქვს ქართული ან ვინც საქართველოში დაიბადა, ამათი ჯიში და ჯილაგი ქუნემ! ქართველობა არც გვარია და არც სისხლი. 
არა ოკუპაციას",-წერს ცოტნე გამსახურდია.