"ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის"- საკრებულოს თავმდჯომარის თქმით, ამ პოსტში გრიგოლიას არ გულისხმობდა

  • netgazeti.ge
  • 12 ივლისი 13:54

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ფეისბუკ პოსტის კომენტარებში, რომელიც ინგა გრიგოლიასა და გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმიანება წერს: "ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის".

მისი კომენტარი სქრინს საინფორმაციო პორტალი "ნეტგაზეთი" ავრცელებს. 



ნეტგაზეთი დაუკავშირდა ონიანს, რომელმაც წერილობით გვიპასუხა, რომ ფეისბუკ პროფილიც და კომენტარიც მას ეკუთვნის, თუმცა, ის ინგა გრიგოლიას არ გულისხმობდა.


"არ ვიცი ვისი კომენტარი ვის ეხებოდა, ჩემი კომენტარი არ ეხებოდა ინგა გრიგოლიას. თუ ჩემმა კომენტარმა გამოიწვია მსგავსი აზრი, მინდა დადასტურებით გითხრათ, რომ ეს არ ეხება ინგა გრიგოლიას,"- წერს საკრებულოს თავმდჯომარე.


 

სრული ვერსიის ნახვა netgazeti.ge