რაჭაში ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე გადაარჩინეს

  • 12 ივლისი 13:04

ონში, სოფელ გლოლასთან, მაშველებმა გზის სავალი ნაწილის ჩახერგვის შედეგად ჩარჩენილი ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე გადაარჩინეს. 

ონში, სოფელ გლოლასთან, ქვის მასისა და ხეების ჩამოშლის შედეგად, გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც უცხოელი ტურისტების ჯგუფი გზის მეორე მხარეს ჩარჩა და გადაადგილების გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ. 

რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, მაშველებმა ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მეორე მხარეს ამ დრომდე, საკუთარი სურვილით, მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 პიროვნება და 2 ავტომანქანა, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებოდნენ.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს აღარ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ტექნიკა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზის გაწმენდითი სამუშაობები ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.