"მანიფესტს ხელს ვინც არ მოაწერს, პედ....ს ოჯახად გამოცხადდება და სრულ ბლოკადაში მოვაქცევთ"

  • 12 ივლისი 13:40

ბლოგერი ლეუშა ლათარელი, რომელიც  ქვეყანაში განვითარებულ მოვენებთან დაკავშირებით "ფეისბუქის" გვერდზე საკუთარ მოსაზრებებს აქვეყნებს, ამჯერად პოსტს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ ჩატარებულ აქციას უძღვნის:

"სალამი ღმერთო!


მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, უშუალოდ პროცესებში ჩაბმულ ადამიანსაც კი მიჭირს ყველაფრის გააზრება და გონებაში დალაგება, ამიტომ ნუ გამკიცხავ თუ კი ინფორმაციების მოწოდება მიგვიანდება შენთვის..


"გუშინწინ ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ღამე იყო საქართველოს ისტორიაში. არ ვიცი როგორღა ჩაგხედო თვალებში, სინდისი მქენჯნის, ბოღმა მახრჩობს, შიში კუდუსუნს მითახთახებს... ჩვენ პედ.....ს მარში დავუშვით ღმერთო... ამ ამბის არავისთვის დაბრალებას არ ვაპირებ, უბრალოდ უძლურნი აღმოვჩნდით... ჩვენმა მთავარმა პროქტოლოგმა ლევანმა, როდესაც გაიგო ამ ამბის შესახებ, მაშინვე 100 რჩეული ვაჟკაცი აგვარჩია და გავემართეთ მტრის შესამუსრად მაგრამ უკვე ჩირგვებში დამალვა მოესწროთ ღმერთო   ამის შემდეგ გარდაუვლად შემიძლია იმის თქმა რომ ქალები ქალებს დაერევიან, კაცები კაცებს და წეროები კიდევ რამდენ ბავშვსღა მოზიდავენ არ ვიცი ამერიკის გენ. გეგმა შეიძლება ჩავთვალოთ რომ შესრულებულია, საქართველო გაპ.....ლია..!


ჩვენ ჩვენის მხრივ ბოლო ძალები მოვიკრიბეთ და მანიფესტი შემოვაგდეთ. მანიფესტს ხელს ვინც არ მოაწერს, პედერასტების ოჯახად გამოცხადდება და სრულ ბლოკადაში მოვაქცევთ. 500 რჩეული ვაჟკაცი გამოვყავით, რომელნიც ასეთი ურჩი ოჯახების ფანჯრებთან დადარაჯდებიან და მთელი ღამის განმავლობაში კატის ხმაზე გაბმულად იკნავლებენ, სანამ უძილობისგან ჭკუას არ შეაცდენს ოჯახის თითოეულ წევრს... იმედი მაქვს მერე მაინც მორჯულდებიან...


ჩვენი უფროსი მეგობარი ვლადიმერ ვლადიმერის ძე ხომ იცი? მაგაზე აღარ იდარდო, აღარც გრიპი გაუჩნდება, აღარც სურდო, ცივი ნიავიც კი არ მიეკარება. ჩვენმა მზრუნველმა გაბუნიამ დედის ტრაკი წამოახურა ბეჭებზე და თუ არ იბლიავებს წესით ტემპერატურის ცვალებადობამ ვერაფერი ვერ უნდა დააკლოს.


ქართველები რა ურჩები და ყეყეჩნი ვართ მაი ამბავი კი გეცოდინება შენ, ჰოდა ბუმბერაზმა კლასიკოსებმა გადაწყვიტეს რომ ამის გამო დაგვსაჯონ და სრულ იზოლაციაში მოგვაქციონ, რათა ვეღარაფერი გემოვნებიანი ჩვენს ყურებს ვეღარ წაეპოტინოს. ბუმბერაზ კლასიკოსთა სია ასე გამოიყურება : დიანა ღურწკაია, ქეთა თოფურია, ლამზირა ხაჭაპურიძე, ჩემი ფავორიტი ჯგუფი Ласковый май და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი... ტირილი მინდა ღმერთო... ალბათ ეს დასასრულია.


"ბოლო სოდომ-გომორულ ამბავსაც გეტყვი და მოგშორდები... ლედი გაგა ბრედლი კუპერისგან კოკროჭინა ბალღს ელოდება... ოსკარების დაჯილდოვებაზე სიმღერისას გახსომს როგო შესციცინებდნენ ერთმანეთს? მაგრამ რას ვიფიქრებდი რომ ეს გველკუა ქალი ასეთ სპეტაკ ოჯახს დაანგრევდა?! ჭორები დადის გაგა ბალღს რო გააჩენს შემდეგ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირში გაწევრიანებასაც მოითხოვსო და დიდი იმედი მაქვს რომ ხალხი ამას არ დაუშვებს. ხალხი ხომ ბრძენია.


წავედი აღარ შაგაყოვნებკე...


აბა კარქათ!


შენი ღმერთებთან მოსაუბრე ლევან".