ხანძარი ჰავაიზე - ათასობით ადამიანი ევაკუირებულია

  • 1tv.ge
  • 12 ივლისი 12:36

"როიტერსის" ცნობით, ძლიერ სტიქიას ჰავაის კუნძულების სიდიდით მეორე კუნძულ მაოის ცენტრალურ ნაწილში ებრძვიან.

ხანძრის გამო, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზები დროებით დაიხურა. ათასობით ადამიანი კი ევაკუირებულია.


მაოის მერმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხანძარმა, რომელიც 11 ივლისს გაჩნდა, უკვე 1 200 ჰექტარზე მეტი გადაწვა. ამჟამად, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები სტიქიის ლოკალიზებისთვის იბრძვიან, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ცეცხლის კონტროლის ქვეშ აყვანა რთულდება.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge