მეკარემ პენალტი მოიგერია და გულის შეტევით დაიღუპა

  • imedinews.ge
  • 12 ივლისი 12:29

The Sun-ის ინფორმაციით, არგენტინაში მეკარემ პენალტი მოიგერია და გულის შეტევით დაიღუპა.   

სამოყვარულო გუნდ „უნიონ დე გოლონდრინას“ 17 წლის მეკარე რამონ ისმაელ კორონელმა პენალტი მოიგერია, თანაგუნდელები მასთან მისალოცად გაიქცნენ, რა დროსაც მეკარე შეუძლოდ გახდა და ძირს დაეცა.


ფეხბურთელი საავადმყოფოში ერთ-ერთი გულშემატკივრის მანქანით გადაიყვანეს, ვინაიდან სამოყვარულო მატჩს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანა არ ესწრებოდა. 17 წლის ფეხბურთელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge