ნინი ქარსელაძის მამა თეკუჩა ქარსელაძე გარდაიცვალა

  • 12 ივლისი 11:37

ნინი ქარსელაძის მამის თეკუჩა ქარსელაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ხათუნა ჟორდანიამ გაავრცელა. ცნობილია, რომ თეკუჩა ქარსელაძეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

"მამა!!!! ახლა წასვლის დრო არ არის.... ხომ დაგპირდი ბევრ რამეს?! ხოდა არ დამტოვო, მჭირდები!!!! მოიკრიბე მთელი შენი ძალა, ენერგია, იბრძოლე იმისთვის, რომ გადარჩე და გამოძვრე ამ მდგომარეობიდან!!! მთელი დღე შენთან გავატარე და იცი რას მივხვდი? ცხოვრება ერთი წამია, ხოდა ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული ყოფილა მნიშვნელოვანი! მიყვარხარ!


ძალიან დიდი მადლობა ევექსი • EVEX მთელს გუნდს, თითოეულ ექიმს, ექთანს და მომსახურე პერსონალს!" - წერდა ნინი ქარსელაძე დაახლოებით სამი კვირის წინ.