R. Kelly დააპატიმრეს - მას 13 ბრალდება აქვს წაყენებული

  • imedinews.ge
  • 12 ივლისი 11:08

BBC R&B-ს 52 წლის ვარსკვლავის R. Kelly დააპატიმრების შესახებ წერს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის პოლიციამ ჩიკაგოში დააკავა და ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია. 

მომღერლის წინააღმდეგ 13 ბრალდებაა, მათ შორისაა ბავშვთა პორნოგრაფია. მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური დანაშაულის 10 ეპიზოდზე ილინოისის შტატში ბრალი 22 თებერვალს წაუყენეს. 


არტისტმა მანამდე არაერთხელ გაჟღერებული ბრალდებები უარყო. მომღერალი მსჯავრდებული არასდროს ყოფილა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge