"მგზავრებით სავსე ავტობუსში ჩემ წინ მდგომი მამაკაცი ჩემი სასქესო ორგანოს მოფერებას შეეცადა"

  • 12 ივლისი 10:52

სასულიერო პირი თომა ყალაბეგაშვილი სოციალურ ქსეილში პოსტს ავრცელებს, სადაც სამოცდააიან წლებში თავსგადამხდარ ისტორიას იხსენებს. 

"არის რაღაცეები რასთანაც შეხების არანაირი სურვილი არ გაქვს, მაგრამ თავისთავად მიგეწებება და მერე თავი უნდა იმტვრიო მისგან დასაღწევად. სამოცდაათიანი წლების მიწურულს ერთი მეგობრის დის ორმოცზე მიმავალს მგზავრებით სავსე ავტობუსში ჩემ წინ მდგომი მამაკაცი ჩემი, მაპატიეთ ამ სიტყვის დაწერისათვის, ჩემი სასქესო ორგანოს მოფერებას შეეცადა. ეს ჩემთვის იმდენად მიუღებელი იყო რომ მე მას უკნიდან თავში ჩავარტყი, იმდენად ძლიერად რომ ის ნოკაუტში ჩავარდა. ატყდაერთი წივილ-კივილი და მაშინდლი მილიციაც გამოიძებნა. მე იმ შენობაში აღმოვჩნდი, შემდგომში სასულიერო სემინარია რომ გაიხსნა. მაშინ მილიციის განყოფილება იყო. იქ ბიძაჩემი მუშაობდა და იმ დღეს სამსახურში ყოფნა უწევდა. ალბათ მიხვდებით, რომ მაშინ იმ ისტორიის დასასრული ჩემთვის მარტივი აღმოჩნდა. მას შემდეგ ასეთ ადამიანებს აღარ გადვყრივარ და არც სურვული გამჩენია. ახლა უბრალოდ მინდა ვთქვა, ვირს პიტნა არ უნდოდა და ცხვიში ტენიდნენო, ასეთ ყოფაში აღმიჩენის სურვილიც არ მაქვს. მე იმედი მაქვს მეტად რაღაც მოსაზრებებს მეტად ნუღარ მომაწერთ. თუ ვინმეს ჩემი რაღაც გამონათქვამების მოწერა სურს თავს ნუ შეიწუხებთ, ჩემს სათქმელს თავადაც ვიტყვი".



თომა ყალაბეგაშვილი საზოგადოების ფართო მასებმა აღნიშნული სტატუსის შემდეგ გაიცნო და მის მიმართ სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული კეთილგანწყობა გაჩნდა.