აფეთქება ქორწილში - 5 დაღუპული და 40 დაშავებული

  • 12 ივლისი 10:59

Tolo News ავღანეთში, ნანგარხარის პროვინციაში ქორწილში აფეთქების შესახებ იუწყება, სააგენტოს ცნობით, შემთხვევას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა 40 კი დაშავდა.

 

პროვინციის გუბერნატორის თქმით, რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.


ავღანეთში სამთავრობო ძალებსა და რადიკალური დაჯგუფება „თალიბანს“ შორის დაპირისპირება მიმდინარეობს.