ოპოზიციის ლიდერებს გამოკითხვაზე იბარებენ

  • netgazeti.ge
  • 12 ივლისი 00:43

შსს-ში ოპოზიციის წარმომადგენლები – ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი – 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით, გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთი” იუწყევა.

სამინისტროს ცნობით, ისინი დაბარებულნი არიან 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ნიშნავს.


შსს 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიებას ორი მუხლით აწარმოებს: ზემოთ ხსენებული 225-ე და 315-ე მუხლებით. ეს უკანასკნელი გულისხნობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

სრული ვერსიის ნახვა netgazeti.ge