ია მეტრეველი გიორგი გახარიაზე: აი, ვინ არის პროფესიონალი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, გაწონასწორებული, სერიოზული და უძლიერესი პიროვნება

  • kvira.ge
  • 12 ივლისი 00:16

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი გადაცემა „რეაქციაში“ შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს სსოციალურ ქსელში ეხმაურება.

ია მეტრეველის თქმით, გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოსახლეობის მცირე ნაწილი ითხოვს. უდიდესი ნაწილი კი ითხოვს, რომ გახარია არ უნდა გადადგეს:


„ჩემი დიდი პატივისცემა გიორგი გახარიას. აი, ვინ არის პროფესიონალი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, გაწონასწორებული, სერიოზული და უძლიერესი პიროვნება. ძალიან მაგარი ინტერვიუ ჰქონდა. რაც შეეხება იმ ნაციონალების შვილებს და აქტივისტებს, რომლებიც დარბიხართ აქეთ იქით და დასდევთ გახარიას, თუმცა ვერაფერს დააკლებთ, მინდა, გითხრათ, თქვენ ძალიან მცირე ნაწილი ხართ, ვინც გახარიას გადადგომას ითხოვთ. ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ვითხოვთ, რომ გახარია არ უნდა გადადგეს არავითარ შემთხვევაში. ისე რომ დაწყნარდით და სახლში წადით. არაფერი გამოგივათ“, - წერს ია მეტრეველი სოციალურ ქსელში.

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge