მამუკა მდინარაძე: თავდასხმა თავდაცვისთვის გავიგე, მაგრამ როგორც მინიმუმ ცოტა მართალი მაინც უნდა იყო, რომ ამ ქცევაზე პირდაპირ მეხუთე კოლონა ახსენდებოდეს ადამიანს

  • 11 ივლისი 22:02

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის არასწორად ინტერპრეტირებულ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მდინარაძის განმარტებით, მისთვის გასაგებია თავდასხმა თავდაცვისთვის, თუმცა, ისე არ უნდა იქცეოდე, რომ ამ ქცევაზე პირდაპირ მეხუთე კოლონა ახსენდებოდეს ადამიანს:


„ჩვენს მეგობარს, თანაგუნდელს და ძალიან მაგარ კაცს ორი დღეა ძალიან ბინძურად უტევენ ყველა მიმართულებით...
კაკი ზოიძემ პირდაპირ ეთერში ნაციონალურ მოძრაობას მეხუთე კოლონა უწოდა!..
და ვისაც უწოდა, იმათ - ახალგაზრდებს უწოდა, ჩვენ არაო.
თავდასხმა თავდაცვისთვის გავიგე, მაგრამ როგორც მინიმუმ ცოტა მართალი მაინც უნდა იყო და ისე არ უნდა იქცეოდე, რომ ამ ქცევაზე პირდაპირ მეხუთე კოლონა ახსენდებოდეს ადამიანს!“, - ამბობს მდინარაძე