გიორგი გახარია -" ბრძანება მე გავეცი"

  • 11 ივლისი 21:19

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ 21 ივნისის ღამეს აქციის დაშლის ბრძანება კონსტიტუციის ფარგლებში გასცა.

მისი განცხადებით, ძალადობრივი ხასიათის მიღების  შემდეგ, მან გასცა ბრძანება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის  შესაბამისად.


„რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ  მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი.  სწორედ ამ კონსტიტუციის და ამ კანონმდებლობის ფარგლებში,  გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები,  რომლებიც არის კანონმდებლობით აბსოლუტურად, სრულად გაწერილი. რატომ?!  იმიტომ, რომ პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი  ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და დაიცვას მართლწესრიგი და  სამოქალაქო წესრიგი ამ ქვეყანაში",- განაცხადა გიორგი გახარიამ.