"სამი საათის განმავლობაში აიკრას თვალი",- გახარიას მომიტინგეები მიმართავენ

  • 11 ივლისი 21:01

"ტვ პირველთან" საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებნ, რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს, მანამდე კი სამი საათის განმავლობაში აიკრას თვალი და ნახოს როგორია ცხოვრება ერთი თვალით. 

"ჩვენ აქ ვდგავართ მშვიდობიანად იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ გახარიას რომ უნდა წავიდეს, ვთხოვთ რომ სამი საათის განმავლობაში აიკრას თვალი და ნახოს როგორია ცხოვრება ერთი თვალით, იმუშაოს და წეროს, აი მაშინ მიხვდება როგორია ცხოვრებას უყურე ცალი თვალიდან , კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ აქ ვდგავართ მშვიდობიანად და პრინციპში ის უკვე აღარ არის შინაგან საქმეთა მინისტრი ვინაიდან თვითონ გიორგი გახარია სახლიდან სამსახურში პოლიციის გარეშე გადაადგილებას ვერ ახერხებს ის უკვე ითვლება რომ მინისტრი აღარაა"- აცხადებს საპროტესტო აქციის ერთ-ერთო ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი.