"ამ პრობლემით მომიწევს ცხოვრება" - ანგელა მერკელის კომენტარი ჯანმრთელობაზე

  • primetimenews.ge
  • 11 ივლისი 18:26

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თავის ჯანმრთელობაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

„კარგად ვარ. როგორც უკვე ვთქვი, ვმუშაობ ამ თემაზე, რაც პრეზიდენტ ზელენსკისთან სამხედრო ცერემონიალზე მოხდა. ეს პროცესი ნათელია, რომ ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, არის პროგრესი. ამ პრობლემით ცოტა ხანი მომიწევს ცხოვრება, თუმცა, თავს კარგად ვგრძნობ და შეშფოთების საფუძველი არ გაქვთ. საკმაოდ კარგად ვარ იმისათვის, რომ ჩემი საქმე ვაკეთო, - განაცხადა მერკელმა.


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალურ შეხვედრაზე უკვე სამეჯერ გახდა შეუძლოდ. კანცლერმა ფინეთის პრემიერ მინისტრ ანტი რინესთან შეხვედრის დროს კანკალი დაეწყო. 


ივნისის ბოლოს პირველი ინციდენტის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ სანერვიულო არაფერია და მას უბრალოდ დეჰიდრატაცია აწუხებდა. 


პირველად საზოგადოებამ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის დროს შენიშნეს, რომ გერმანიის კანცლერი კუნთებს ვერ იმორჩილებდა. მეორეჯერ მსგავსი რამ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს მოხდა. 




სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge