შვიდი რამ რაზეც საწოლში არ უნდა ილაპარაკოთ

  • funtime.ge
  • 10 ივლისი 16:36

ბევრი ფიქრობს, რომ სექსის დროს სიტყვები და საუბარი არაფერს ნიშნავს.

არადა ერთი უაზრო სიტყვით შესაძლოა, ყველაფერი გააფუჭოთ. სექსში იდეალურად მუშაობს წესი: „ნაკლები ლაპარაკი - მეტი საქმე“, რადგან სიამოვნება ნებისმიერ საუბარზე უკეთესია. 
ასე რომ, მზად ხართ, გაითვალისწინოთ?


შენ საუკეთესო ხარ


საწოლში უწყინარი შექება შესაძლოა, ასე ჟღერდეს: „შენ საუკეთესო ხარ. ისევე, როგორც ბოლო ათი ჩემი საყვარელი“. შენ საუკეთესო ხარ - შედარებაა, უკაცრავად, მაგრამ ყოფილი პარტნიორების პენისებთან. ამგვარი სიტყვების შემდეგ სიტუაციას ტინა ტერნერის სიმღერაც კი Simply The Best ვერ გამოასწორებს.


მოდი, უბრალოდ, ერთმანეთს ჩავეხუტოთ


იცით, ეს იგივეა, რომ მოგაწოდონ კანფეტი, რომელიც დიდი ხანია გინდათ, მაგრამ მისი ჭამის უფლება არ მოგცენ. გითხრან, მხოლოდ ხელში გეჭიროს. საწყენია, არა, როდესაც ვნებების კორიანტელში უცებ სთავაზობთ - „უბრალოდ, დავწვეთ და ჩავეხუტოთ?“ გახსოვდეთ, არ „გაუტეხოთ" და „გატეხილში“ არც თქვენ დარჩებით.


ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით


მაშ ასე, მდინარეში ძალიან ღრმად ნუ შეხვალთ. სიტყვებით „ყოველთვის“, „მუდამ“ თქვენს პარტნიორს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებთ. ის კი ჯერ საერთოდ არ ფიქრობს ქორწილზე, ბავშვებსა და იპოთეკაზე. რატომ აშინებთ კაცს?


უკვე მორჩა?


აღიარეთ, თქვენ არ გაღიზიანებთ ფრაზა „გაათავე?“, „უი, უკვე?", „მე უცებ მოვრჩი და შენ?“. მსგავსი შეკითხვების შემდეგ ისღა დაგრჩენიათ, ფარდა ჩამოუშვათ და სცენიდან გაქრეთ (ანუ საწოლიდან).


არც ისე პატარაა


ჩათვალეთ, რომ ამ სიტყვებით თქვენს სექსუალურ პარტნიორს სექსის სურვილს საკმაოდ დიდი ხნით გაუქრობთ, ყოველ შემთხვევაში, თქვენთან სექსის სურვილს. რა საჭიროა პენისის ზომაზე ხაზგასმა სექსუალური აქტის პროცესში. ამ დროს გაცილებით სასიამოვნო რამით შეგიძლიათ დაკავდეთ.


რაზე ფიქრობ ახლა?


დაუშვათ, ის ფიქრობს, რომ პროფილაქტიკიდან მანქანა ჰყავს გამოსაყვანი ან ახალი ფეხსაცმელი აქვს საყიდელი. ან გიპასუხოთ, რომ სამუშაო წერილის ტექსტზე ფიქრობს... არ გამოირიცხება, რომ ვნებიანი სექსის შემდეგ ის არაფერზე ფიქრობდეს, თავში სრულ სიცარიელეს გრძნობდეს და ეს თქვენც კარგად იცით, რომ ასეა. ასე რომ, მართლა გინდათ გაიგოთ, რაზე ფიქრობს?


აი, ჩემს წინა პარტნიორს შეეძლო...


არასდროს, გესმით?! არასდროს განიხილოთ ყოფილ პარტნიორებთან ურთიერთობა საწოლში, ნუ შეადარებთ მას ყოფილთან - ეს რკინის წესია. შესაძლოა, მასთან საწოლში უკანასკნელად აღმოჩნდეთ და მის მოგონებებში უარყოფით კვალს დატოვებთ.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge