ცნობილია, ზოდიაქოს ნიშანი რომელიც ყველაზე ერთგული მეგობარი და დაუნდობელი მტერია

  • funtime.ge
  • 10 ივლისი 16:10

ეს ნიშანი მორიელია - მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული. ის თავის გზაზე მხოლოდ პრიზს ხედავს, რომელიც გზის ბოლოს ელოდება.

მიზნის მისაღწევად ის ყველაფერზე წავა. 
თუკი მორიელმა შეგიყვარათ, ის ურყევი იქნება თავის სიყვარულსა და ერთგულებაში. ის ჭირშიც და ლხინშიც თქვენ გვერდით იქნება.


მორიელს შეყვარება უჭირს, მაგრამ, როგორც კი ეს მოხდება, გარწმუნებთ, მის გულზე თქვენი სახელი ამოიკვეთება. მისი ყოველი დაპირება მალევე ასრულდება.


როცა მორიელს უყვარს, ის თავის გრძნობას არ მალავს. თქვენი ცხოვრების ყოველ ასპექტში მიიღებს მონაწილეობას და თავისი სიყვარულის გზაზე არავის მისცემს დადგომის უფლებას.


თქვენ ის ნელა, მაგრამ აუცილებლად შეგიყვარდებათ. მორიელი შემთხვევით კავშირებზე დროს არ კარგავს. ის მხოლოდ ხანგრძლივ ურთიერთობას ცნობს. თავის სიყვარულს მხოლოდ მაშინ გიმხელთ, როცა სურს, გვერდით გიხილოთ.


მასთან ურთიერთობა ადვილი არაა. ის თქვენს მოთმინებას ცდის, ამოწმებს საზღვრებს, ანგრევს კედლებს და პირდაპირ გულში გახვედრებთ.


მორიელის შეყვარებას სუსტი ნერვების პატრონი ვერ შეძლებს. მასში არის რაღაც ისეთი, რაც გარისკვად ღირს. მისი მიმზიდველობა და იდუმალი შარმი განუმეორებელია. როგორც არ უნდა ეცადოთ, მას ვერ დაივიწყებთ.


მისი სიყვარული მარადიულია. მორიელს სურს, მისი იყოთ და მტკიცედ გებღაუჭებათ. ის არასდროს გაგიშვებთ ხელს და თავის მხრივ არც თქვენ შეეშვებით.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge