ვარკეთილში სადარბაზოში ყუმბარა შეაგდეს - დაშავებულია სამი ადამიანი

  • pia.ge
  • 10 ივლისი 10:10, 2019 წელი

ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში ერთ-ერთ სადარბაზოში სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

 


შსს-მ გამოძიება საქმე აღძრულია სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.


დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.


უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილია და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.


ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge