იდეალური სამი პარტნიორი - მერწყულებო, არ აუაროთ გვერდი ამ რჩევებს

  • funtime.ge
  • 7 ივლისი 21:58

1. მშვილდოსანი
მშვილდოსნის მგზნებარე ენთუზიაზმი გაათბობს მერწყულის ინტელექტუალურ სულს.

ეს ენერგია ორივეს ეყოფა. ორივე დამოუკიდებელი, ენერგიული და ვნებიანია. ისინი თითქმის ყველა დონეზე წარმატებით შეავსებენ ერთმანეთს. ორივე ეს ნიშანი ველური და ამოუცნობი ხასიათითაა ცნობილი.



შესაძლო პრობლემები
აზრთა სხვადასხვაობის გამო ისინი შეიძლება, მყისიერად დაეტაკონ ერთმანეთს, მაგრამ ვითარება მალევე დაწყნარდება და ისინი კვლავ გააგრძელებენ თანამშრომლობას. საბედნიეროდ, მშვილდოსანს შეუძლია წყენის პატიება და დავიწყება. ეს მერწყულს ბოდიშის მოხდისგან ათავისუფლებს.



სიყვარული
მერწყულსა და მშვილდოსანს შორის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. მათ სიყვარულს მეგობრობა უდევს საფუძვლად.



2. სასწორი
სასწორსა და მერწყულს შორის უდიდესი მიზიდულობაა. მათი საერთო ფასეულობები და მსგავსი შემოქმედებითი იმპულსები აქვთ, ამის წყალობით კი კარგად ეწყობიან ერთმანეთს. მათ შორის კონფლიქტი ყოველთვის ზედაპირულია და ადვილად გვარდება. პატივისცემა და ურთიერთაღიარება მყარი მეგობრობისა და პარტნიორობის საფუძველი ხდება!



შესაძლო პრობლემები
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეს ნიშანი ინტელექტუალია, სასწორი ძალიან მგრძნობიარეა. სასწორები ცნობისმოყვარეები არიან, რაც მერწყულებს არ მოსწონთ, მაგრამ სასწორებს საუბარს არასდროს აწყვეტინებენ.



სიყვარული
მერწყულსა და სასწორს შორის კავშირი იდეალურია. ისინი ერთმანეთით არასდროს იღლებიან, ერთმანეთს ენერგიით ავსებენ და თითოეულმა ყოველთვის ინსტინქტურად იცის, როგორი მოტივაცია და მხარდაჭერა ესაჭიროება პარტნიორს.



3. ტყუპები
ეს კავშირზე უფრო მეტია - ეს თავად სრულყოფილებაა! ორივე ნიშანს ძალიან მახვილი ინტელექტი და შემოქმედებითი ბუნება აქვს. ისინი თანამოაზრეები არიან, მაგრამ ურთიერთობებში თავისუფლება ესაჭიროებათ. ეს უნიკალური და პოტენციური კომბინაციაა: ამ წყვილს საერთო ინტერესები აქვთ ფილოსოფიაში, მეცნიერებებში, პოლიტიკაში, ხელოვნებასა და რელიგიაში.



შესაძლო პრობლემები
მერწყული ჭეშმარიტების მაძიებელია, ამიტომაც მას ყველა პრობლემის არსში გარკვევა სწადია. ტყუპები კი სიმართლეს გაურბიან. მერწყული შეიძლება ძალაუფლებისმოყვარე და მაკონტროლებელი იყოს. ამიტომ, თუკი ის შეეცდება, ტყუპებს თავისი ნება თავს მოახვიოს, ტყუპები გაიქცევიან, თანაც - უკანმოუხედავად.



სიყვარული
ტყუპებსა და მერწყულს ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ და ერთად უნდა იყვნენ სიცოცხლის ბოლომდე. ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს შორის ზღაპრული სიყვარული შეიძლება გაჩნდეს. მათი ერთიანობა მათი ბედნიერების საფუძველია.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge