ლევან ვასაძე: იქნება ცემა ტყეპა და სისხლისღვრა

  • pia.ge
  • 7 ივლისი 21:00

ბიზნესმენი ლევან ვასაძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და თავის მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას აცნობს. 

"ხვალ დილას 10 საათზე ყველანი ვიკრიბებით ვერის ბაღში. ზუსტი დრო და ადგილი ამ სიბილწის პროპაგანდისა,  ჩვენი შვილების გარყვნის მცდელობისა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული კულტურის შეურაცხყოფის მცდელობისა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ დილას შევიკრიბებით რამდენიმე ათასი ადამიანი. დაძრულია ჯგუფები მთიულეთიდა, ხევიდან, სვანეთიდან, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან.


დაველოდებით ადგილსა და დროს. ჩვენ იქ არ მივდივართ არაფრისთვის, გარდა წესრიგის დამყარებისა იქ მოვა უამრავი ხალხი ჩვენს გარდა.


იქნება ღმერთმა დაგვიფაროს ცემა ტყეპა და სისხლისღვრა, ჩვენი ამოცანა არის თუ იქნება პოლიციის კორდონი მისი გარღვევა და უსირცხვობის და გარყვნილების პროპაგანდისტების იქიდან გათრევა.


 არ აქვს მნიშვნელობა ისინი ვის ამოეფარებიან, ვიღაც საწყალ ნარკომანებს, ვიღაც საწყალ უცხოელებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს თუ ნებისმიერს, ვინც არ ემორჩილება ჩვენი სახელმწიფოს და შინაგანსაქმეთა სამინისტროს განჩინებას და არღვევს ტრადიციებს, ყველა ამ ადამიანებს გავათრევთ იქიდან. მინდა ასევე შეგახსენოთ რომ ჩვენ კომბლები გვიდევს სხვენში",-აცხადებს ვასაძე. 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge