როგორ ავიცილოთ ჩვენკენ მომართული ნეგატივი?

  • funtime.ge
  • 7 ივლისი 19:49

ადამიანი - ემოციური ღრუბელია, მაგრამ შესრუტვის ხარისხი ყველას სხვადასხვა აქვს.

 ზოგს შეუძლია ისე „იცუროს“ ნეგატივის ზღვაში, რომ არანაირი დისკომფორტი არ იგრძნოს, მაგრამ ზოგისთვის ეს ტრაგედიაა და, არ არის გამორიცხული, სუიციდითაც კი დაამთავროს.


ემპათია - უნარი, ისე შეიგრძნო და გაიგო სხვა ადამიანის ემოციები, როგორც საკუთარი!
აი, რაზე ვსაუბრობთ. 


ზოგიერთი ადამიანი თავისი პანიკური შეტევებით გასნებოვნებთ, ცხოვრებას გიწამლავთ, მაგრამ თქვენ ამაზე ალბათ არასდროს დაფიქრებულხართ სერიოზულად.


ენერგეტიკის თვალსაზრისით ნეგატიურ ემოციებს შეიძლება შემდეგი მიზეზები ჰქონდეს:


1. თქვენ შეიძლება სხის ტკივილს ისე იღებთ, როგორც საკუთარს;


2. „საერთო“ პრობლემები თქვენს პირად პრობლემებად იქცევა.


 ახლა კი მოკლე ინსტრუქცია:


1. განსაზღვრეთ, ძლიერია თუ არა თქვენში ემპათია - თანაგანცდა.


ამის გასაგებად რამდენიმე ნიშანს წარმოგიდგენთ, რომლებიც ემპათიურ ადამიანებს ახასიათებთ:


- თქვენ შესახებ ამბობენ, რომ ჰიპერმგრძნობიარე ან ზედმეტად გულჩვილი ხართ. მათ არ იციან, რომ ეს არც კომპლიმეტია და არც გამოსავალი;
- თქვენ რეალურად შეიგრძნობთ შიშს, მოუსვენრობას, სტრესს, რომელსაც სხვა ადამიანები გამოხატავენ. თქვენ, სეიძლება ითქვას, ფიზიკურად გრძნობთ ამ ყველაფერს;


ასეთი თვისებები, თავისთავად, ცუდი სულაც არ არის, თუმცა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ თქვენზე იმ ადამიანების გავლენა, რომლებიც არ მოგწონთ ან, სულაც, თქვენთვის უცხოები არიან.
ეცადეთ, ეკონტაქტოთ მხოლოდ მეგობრებს, თანამშრომლებს და ოჯახის წევრებს.


- მალე იღლებით ხალხმრავლობაში.
წვეულების დაწყებიდან 2 საათიც არ გასულა და თქვენ უკვე გამოწურული ლიმონივით გრძნობთ თავს; 
- ხმაური, მკვეთრი სუნები და საუბარში ჩართვის აუცილებლობა ძალიან გაღიზიანებთ;
- იმისთვის, რომ ენერგიოით აივსოთ, სრულ სიწყნარეში ყოფნა გჭირდებათ;
- მუდამ მსჯელობთ იმის შესახებ, რასაც განიცდით; თქვენ ცდილობთ, გაიაზროთ ნებისმიერი გამოცდილება, დეტალურად გაარჩიოთ მსგავსი სიტუაციები. 
- თქვენი წყობიდან გამოყვანა მარტივია, მაგრამ ყოველთვს გაურბიხართ კონფლიქტებს.
- თქვენ დიდებული მოსაუბრე და სამაგალითო მსმენელი ხართ.
- ინტიმის გეშინიათ, თანაც შეიძლება ისე ძლიერად, რომ ხუთვის შეტევები და საკუთარი თავის დაკარგვის შეგრძნებაც კი გაგიჩნდეთ.


2. ეძიეთ შფოთის წყარო!


საკუთარ თავს ჰკითხეთ, რას გრძნობთ რეალურად - საკუთარ ემოციებს თუ სხვებისას? საიდან მოვიდა ეს ემოცია? 
გახსოვდეთ, რომ შიში და მრისხანება არასდროს დაიბადება ემპათიური ადამიანის გონებაში, მაგრამ ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ამ ემოციების საუკეთესო გადამტანები არიან.
ეცადეთ, გაარკვიოთ, რა ან ვინ არის თქვენი შფოთვის „მკვებავი“. შესაძლოა, ამაზე ტელევიზიებმაც კი იმუშავეს.


 3. თავი აარიდეთ შფოთის წყაროს ნებისმიერი საშუალებით. რაც მთავარია, ნუ მოგერიდებათ!


თავდაპირველად სცადეთ, თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანებს უფრო შორი მანძილიდან ესაუბროთ, ვიდრე აქამდე გჩვეოდათ. თუკი თავად ეცდება მოახლოებას, თქვენ უკან დაიხიეთ და ამის ნუ მოგერიდებათ. ეს ილეთი ნამდვილად მუშაობს.


ასევე, ნუ მოგერიდებათ ტრანსპორტში ადგილის გამოცვლა, თუკი გვერდით დაღვრემილი, გაბრაზებული ადამიანი ზის. აუცილებლად ადექით და გაეცალეთ.


 4. რთულ სიტუაციაში კონცენტრირდით სუნთქვაზე!


სუნთქვა - ეს არის ის, რაც თქვენს ტვინსა და თქვენს არსებას აერთიანებს. რამდენიმე წუთი კონცენტრირდით სუნთქვაზე - ჩაისუნთქეთ სიმშვიდე და ამოისუნთქეთ ნეგატივი.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge